დოქტორანტი
უფროსი სპეციალისტი, მოწვეული ლექტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბასკოლოგიის ცენტრი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0005-0931-756X
irina.nozadze@tsu.ge

თანამედროვე ბასკური პოეზიის (XX-XXI სს.) პერიოდიზაციის პრობლემა

“უცნაურ ენაზე ვწერთ” […] [ბასკური] პაწაწინა ერის ენაა, ისეთი პატარა, რომ რუკაზე პოვნაც გაგიჭირდებათ, არასდროს ჩაუვლია სამეფო კარის ბაღებსა თუ სამთავრობო შენობების მარმარილოს ქანდაკებებთან; […] ხანგრძლივი გახლდათ მისი ძილი, ბიბლიოგრაფია — ლაკონიური (თუმცა, XX საუკუნეში ზღარბმა გამოიღვიძა).”

ბერნარდო აჩაგა აღნიშნავს, რომ ბასკურ ლიტერატურაში XX საუკუნის პირველი მესამედი, 1936 წლამდე, დაკავშირებულია XIX საუკუნის მეორე ნახევართან, ე.წ. პირველ ბასკურ რენესანსთან, რომელიც თანამედროვეობის ათვლის წერტილად ითვლება. ფორმალიზმიდან ნაციონალიზმისკენ გარდამავალი გზა პოლიტიკურ-კულტურულ სფეროებში იღებს სათავეს, რაც წარსულისა და ბასკი ხალხის კოლექტიური ბედისწერის მიმართ ცოცხალ ინტერესს წარმოშობს.

XXI საუკუნის გამორჩეული ბასკი მწერალი, პოეტი და მკვლევარი ბენიატ სარასოლა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი თანამედროვე ბასკური პოეზიის სათავედ ჟან მირანდესა და გაბრიელ არესტის შემოქმედებას მიიჩნევს, ზოგიც — ბერნარდო აჩაგას კრებულს “Etiopia”. არესტის ავტორიტეტი, ინტელექტუალური არსებობა და გავლენა უდიდესი იყო მის შემდგომ პოეტთა თაობაზე, რომლებიც ცდილობდნენ, მის ზეგავლენას გაქცეოდნენ.

ბასკი ლიტერატურათმცოდნე ლურდეს ოტაეგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე ბასკური პოეზიის გენეალოგიაში კრიტიკოსები სამ ფუნდამენტურ პერიოდს გამოყოფენ: პირველი პირველ ბასკურ რენესანსს უკავშირდება და მთავარი ფიგურა ხაბიერ ლიზარდია. მეორე პერიოდი მირანდესა და არესტს ეხება, რომლებიც პოსტომის ომის შემდგომი პერიოდის ლიტერატურულ განახლებას წარმოადგენენ. მესამე პერიოდი უკავშირდება ლიტერატურულ გაერთიანება “Pott Banda”-სა და ბერნარდო აჩაგას.

თანამედროვე ბასკური პოეზიის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი გამოწვევაა ავანგარდის გადასინჯვის თანმდევი გარდამავალი პერიოდისა და ახალგაზრდა პოეტთა თაობის წარმოჩენის სისტემატიზება. ხაბიერ მენდიგურენი მათ 63-იანელთა თაობას უწოდებს, ზოგი საკუთარ თავს „დაკარგულ თაობადაც“ მოიხსენიებს, თუმცა ეს სახელდებები ხელოვნური და განსაზღვრულია.

 

საკვანძო სიტყვები: ბასკეთი, თანამედროვე ბასკური პოეზია, პერიოდიზაცია