ისტორიის დოქტორი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0001-2345-6789
bxorava@ug.edu.ge
ისტორიის დოქტორი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0001-2345-6789
bxorava@ug.edu.ge
კოდორის ზემო წელი – დალის ქვეყანა (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა)
მოხსენება ეხება კოდორის ხეობის ზემო ნაწილს, ისტორიული დალის თემის ტერიტორიას, ისტორიულ-ფიზიკურ, ისტორიულ-პოლიტიკურ და ისტორიულ-ეკონომიკურ-გეოგრაფიულ ასპექტებში. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების კვლევა აქტუალურ საკითხს წარმოადგენს თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, რადგან თითოეული რეგიონის დეტალური შესწავლა აუცილებელია ქვეყნის სრულყოფილი ისტორიის გამოსაწერად.
ნაშრომში განხილულია ხეობის ჰიდროგრაფია, ოროგრაფია, დასახლებული პუნქტების ისტორიული გეოგრაფია, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობათა გეოგრაფია, საეკლესიო გეოგრაფია, ისტორიული გზები, ისტორიული ტოპონიმია და სხვა შესაბამისი საკითხები. კვლევა ეფუძნება აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხედვას, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლა უნდა დაიწყოს ლოკალური რეგიონებიდან, რათა სისტემური, დაწვრილებითი კვლევით გამოვლინდეს ჯერ შეუსწავლელი ისტორიული პროცესები.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, მდ. კოდორი, კოდორის ზემო წელი, დალი, აჟარა, ლათა.