ისტორიის დოქტორი
პროფესორი
ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თელავი, საქართველო
ORCID: 0000-0002-3446-2831
tengiz.simashvili@gmail.com
ისტორიის დოქტორი
პროფესორი
ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თელავი, საქართველო
ORCID: 0000-0002-3446-2831
tengiz.simashvili@gmail.com
საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა და ლეკების (ხუნძები/ავარები) 1950-იან წლებში საქართველოში ხელახლა ჩასახლების ანალიზი
ლეკების მიგრაცია საქართველოში იწყება XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის მხარდაჭერით. ისინი დაღესტნიდან გადმოდიოდნენ კახეთში, სადაც ალაზნის დაბლობში პირუტყვს გამოსაზამთრებლად იყენებდნენ.
1944 წელს ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-ის მოსახლეობის დეპორტაციის ფარგლებში ლეკები კახეთიდან დაღესტანში გადაასახლეს. მათ აუნაზღაურდათ ქონების ღირებულება და მიეცათ უფლება, თან წაეღოთ პირადი ქონება, პირუტყვი და ფულადი სახსრები.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს, დაიწყო დეპორტირებული ხალხების, მათ შორის ლეკების კახეთში დაბრუნების პროცესი. მიუხედავად აკრძალვისა, 1957 წელს ლეკებმა ყვარლის რაიონში დაბრუნება დაიწყეს, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაძაბულობას იწვევდა. ასევე, კახეთში ჩავიდნენ ისეთები, ვისაც 1944 წლამდე საქართველოსთან არ ჰქონია კავშირი, რაც მოვლენას კიდევ უფრო რთულს ხდიდა.
საკვანძო სიტყვები: ლეკები, მიგრაცია, გადასახლება.