ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული არქივი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0007-2240-3467
d.silakadze@freeuni.edu.ge 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლების სამხედრო განათლება და საბრძოლო გამოცდილება

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921) მშვიდობიანობის პერიოდში მთავარსარდლის შტატი არ არსებობდა, თუმცა ომის ან საომარი საფრთხის შემთხვევაში სპეციალურად იქმნებოდა მთავარსარდლის თანამდებობა. სხვადასხვა დროს ამ პოზიციას სამი გენერალი იკავებდა: ალექსანდრე გედევანიშვილი, ილია ოდიშელიძე და გიორგი კვინიტაძე. ამ სამ ადამიანს, გარდა მთავარსარდლის თანამდებობისა, რესპუბლიკის არსებობის პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობებიც ეკავათ და საკვანძო სამხედრო ფიგურებს წარმოადგენდნენ. მოხსენებაში, აქამდე ცნობილი წყაროებისა და უცნობი საარქივო მასალების შეჯერების საფუძველზე, ასევე რუსეთის იმპერიის არმიის ტრანსფორმაციის ფონზე გაანალიზებული იქნება, რა სამხედრო განათლებითა და საბრძოლო გამოცდილებით შეხვდა ეს სამი პიროვნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რამდენად შეესაბამებოდა მათი განათლება თუ გამოცდილება იმ უმაღლეს და საპასუხისმგებლო თანამდებობებს, რომლებიც მათ ეკავათ.

საკვანძო სიტყვები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; სამხედრო ისტორია; ქართველი გენერლები.