ისტორიის დოქტორი
ემერიტუს პროფესორი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო

ძველი კოლხეთის (ლაზიკის) ახალი არქოლოგიური მონაცემების შესახებ (ისტორიული გეოგრაფიის მონაცემების ჭრილში) 

 

ქართული არქეოლოგიისა და ისტორიული გეორაფიის ახალი მონაცემები მნიშვნელოვნად აღრმავებენ ჩვენს ცოდნას ძველი, უპირატესად ქართული წყაროებით ცნობილი, ქალაქებისა და ზოგადად ურბანული სტრუქტურის მატარებელი დასახლებებისა, თუ ქალაქების „ქვეყნისა“ და სხვ. შესახებ. ერთს, მნიშვნელოვანს, ასევე, წარმოადგენს ამ დასახლებათა გენეზისის, ანუ გეგრაფიულად მათთან იდენტიფიცირებულ ძველ სამოსახლოთა, ანუ ქალაქების რაობის საკითხი. მეცნიერების ფართო (არქეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, პალეოგეოგრაფია და სხვ.) სპექტრის ფართოდ ჩაბმის გზით არის მხოლოდ შესაძლებელი ისტორიული ეგრისის, ანუ დასავლეთ საქართველოს, მნიშვნელოვან დასახლებათა ცენტრებისა, მათი გენეზისის შესწავლის საკითხი. ამ მხრივ დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტიც კი იქნებოდა, სათანადო, საველე კვლევების საფუძველზე შედგენილი არქეოლოგიური რუკა და არა ზოგადი სქემები. აქ ჩვენ პირველ რიგში შევეხებით ეგრისის (კოლხეთის) უფრო ცენტრალურ რეგიონში გამოვლენილ და მეტ-ნაკლები სისრულით შესწავლილ ნაქალაქარებს. სამი ჯგუფი შეიძლება დასახელდეს: 1. ვანი და მისი „ქვეყანა“, 2. ქუთაისი და მისი „ქვეყანა“ და ვარდციხე და მისი „ქვეყანა“; ეგრისის ცენტრალურ რეგიონს უნდა უკავშირდებოდეს უპირატესად, აგრეთვე“ ბიზანტიური წყაროებით ცნობილი- „მუხირისი“და ვუთითებდით კიდეც საამისოდ ადგილს ქ. ქუთაისიდან აღმოსავლეთით, ადგ.ნამაშევში, მაგრამ ეს მოსაზრება დამატებით არგუმენტაციას მოითხოვს, მეტადრე ისეთ ვითარებაში, როცა ასეთ პუნქტად უკვე რიონ-ფაზისის სამხრეთით მსგავსი ტოპონიმის შემცველი ძეგლია გათხრებით შესწავლილი (გ.გამყრელიძე). უფრო აღმოსავლეთით, იბერიასთამ მომიჯნავედ, უცხოური და ადგილობრივი წყაროებით ცნობილი შორაპანია წარმოდგენილი. მასზე და მასთან მიმართებაში მნიშვნელოვან საკომუნიკაციო გზების შესახებ მითითებულია როგორც ძველ, უცხოურ (სტრაბონი და სხვ.,), ისე ქართულ წყაროებში. ძველი მონაცემებისა და ახალი დაკვირვებით თვით შორაპნის ციხე და მასთან დაკავშირებული ნაგებობები როგორც ციხისა, ისე ქვედა ქალაქისა, მნიშვნელოვნად დაზიანებული დაგვხვდა. ციხის ნაგებობებისა და კულტურული ფენების ქვედა დონეების ძირითად დამათარიღებელ მასალას, ისევე როგორც ქვედა ქალაქისა, გვიანელინისტური წინააზიური კერამიკა, მათ შორის პერგამული ნაწარმიც, წარმოადგენს. თვით ციხეზე და მისგან აღმოსავლეთით არსებული თანამედროვე დასახლების ფარგლებში გამოვლენილია კლასიკური ხანის კოლხური კერამის (სასმისების) ფრაგმენტები. აგრეთვე უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს ციხის შუა ტერასის ფარგლებში, ზოგადად ადრელინისტური ხანით განსაღვრულ ფენაში, „იბერიული“ თეთრკეციანი კერამიკის გამოჩენა...დასახლების შემდეგ ისტორიული ციხე-ქალაქის, განვითარებისა და კოლხურ სამყაროსთან ადრეული კონტექტებისა და კონტინუიტეტის საკითხებზე მსჯელობისთვის ჯერ-ჯერობით მონაცემები არ გაგვაჩნია. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ლეონტი მროველის ცნობის მე-2 მნიშვნელოვანი პუნქტი-ძეგლი მნიშვნელოვნად ფართო არეალით: ეს დიმია, ანუ „დიმნა“-ლეონტი მროველისა. ის ინტერესს, წყაროს ცნობის გარდა, მთელ რიგ ავტორთა (ნ.ბერძენიშვილი, გ.ცქიტიშვილი, გ.მელიქიშვლი და სხვა.) დაკვირვებისა და მოსაზრებებისა, დიმის (უპირატესად ზედა დიმის) არქეოლოგიური, უფრო შემთხვევითი მოპოვებული მასალები, კომლექსებიც კი, ელინისტურიხანისა, უფრო ქვევრსამარხებს უკავშირდება. და ამიტომ უპირატესად ქვევრსამარხებისა...ამ თვასაზრისით ყურადღებას იქცევდა სოდ.ზედა დიმის ნაციხვარი, სადაც აკად. გ.მელიქიშვილის თანდასწრებით ელინისტური ხანის ფენაც იყო დადასტურებული...მაგრამ ძველ სამოსახლოთა განვითარებისა და წყაროების მონაცემებთან მათი მიმართების თვალსაზრისით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ქვედა დიმში გამოვლენილი ბუნებრივ შემაღლებათა მონაკვეთში გამოვლენილი გორა, სადაც სკოლისა და სხვ. მოყვარულ არქეოლოგთა მიერ თხემზე გაჭრილ თხრილში გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენებია დადასტურებილი; ასევე, ნასახლართა ნაშთები დადასტურებილია ვაკის თანამედროვე დასახლების ფარგლებში; აქ კი უკვე გვიანელინისტური ხანის მასალების შემცველ, საფიქრებელია სამარხების, ნაშთებთან გვქონდეს საქმე. გვაქვს საფუძველი, ზოგადად სოფ. ზედა და ქვედა დიმის ეს მონაცემები ლეონტისეულ ცნობას, ფარნავაზის მიერ შორაპანსა და დიმნაში ციხეების მშენებლობას შესახებ, დავუკავშიროთ. ამასთან, ქვედა დიმის აღნიშნული, ადრეული მასალები, შეიძლება, მართლაც მიანიშნებდნენ ურარტულ-ასურული წყაროების „დამაიანას“ ქვეყანაზე, როგორც ამას აკად. მელიქიშვილი ვარაუდობდა. ცენტრალური კოლხეთის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიც ქუთაისია, უკვე მის ცენტრალურ, ბაგრატის ტაძრის შემცველ ბორცვზეა თვალნათლივ გამოვლენილი; უპირატესად ხის კონსტრუქციებისა და ბათქაშების (მათი შელესილობის) მძლავრი ფენებითაა წარმოდგენილი. აქ ძველ სამოსახლოთა ნაშთები კიდევ არაერთგაანა დადასტურებული და მათმა განლაგებამ ბოცვოვანი ზოლის დასწვრივ ჯერ კიდევ დიუბუა დე მონპერეს ყურადღება მიიქცია, გამოსახა გრაფიკულად იგი და გამოაქვეყნა კიდეც (იხ.მისი ატლასი) აქ, ამ ცენტრალურ კოლხეთში, უპირატესად რიონისპირეთში, მისგან ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმართულ ზოლში, ადრეულ, ძვ.წ. მე-2 და 1 ათასწლეულის ხელოვნური ბორცვების მთელი რიგი, ზოგჯერ ჯგუფურად წარმოდგენილი, სამოსახლო ბორცვებია წარმოდგენილი. დასახლებათა კონტინუიტეტის თვალსაზრით, ამ ბორცვებთანაა დაკავშირებული, ასევე ბორცვებსა და ირგვლივ არსებულ გავაკებებზე გავრცელებული მომდევო ხანის ნასახლარები და ზოგჯერ მნიშვნელოვანი ნაქალაქარებიც. ასეა ეს რიონ-ფაზისის შესართავთან, სამრეთით, ახ.წ. IV-ში აღმოცენებული ნაქალაქარის, ვარდციხე- როდოპოლისის შემთხვევაში. ეს ქალაქი რიონისპირეთის ანტიკური, მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის გასწვრივ არსებულ ნასახლართა განვითარების შედეგი უნდა იყოს წარმოქმნილი. იგი ამასთან, მიუხედავად ვაკეზე მდებარეობისა, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტსაც წარმოადგენდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ვარდციხე-როდოპოლისის „ქვეყნის“მდ.რიონის მარცხენა ნაპირის ანტიკური დასახლებანი, გენეზისით მარჯვენა ნაპირის, ანუ სოფ.პატრიკეთის ადრეულ დასახლებებს, კერძოდ, ჩვენ მიერ შესწავლილ ბრინჯაოს ხანის ბორცვსა და მომდევნო ხანის სამოსახლოებს უკავშირდებოდეს ( ამ მონაკვეთში ჩვენ ადრებიზანტიური ხანის აბანოსაც შევისწავლიდით). ანტიკური ხანის დასახლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი სოფ. სვირის მონაკვეთშიც შეისწავლებოდა, როცა განმხოლოებული ცენტრალური ბორცვისა და მიმდებარე ვაკის მონაკვეთში ბრინჯაოს ხანის სასიმაგრო (?) კედლის პარალელურად, დარღვეულ ფენებში, ატიკური შავლაკიანი (შესაძლოა ათენური წარმომავლობის) კანთაროსის ფრაგმენტიც იყო გამოვლენილი. ნიშანდობლივია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი აშკარად ფაზისის საგზაო მაგისტრალთან დაკავშირებული ეს ხელოვნური, ბრინჯაო-რკინისა და ანტიკური ხანის დასახლებები, ორგანულადაა დაკავშირებული ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის და აფხაზეთის შესაბამისი ხანისა და თვით შუა საუკუნეების მსგავსი ტოპოგრაფიის მქონე დასახლებებსა და სატრატეგიულ ბორცვებთან. აქ ანტიკურ მნიშვნელოვან და თხრილებით დაცულ ბორცვებთან ერთად დღემდე შეისწავლება უპირატესად ადრე შუასაუკუნეებით განსაზღვრული საფორტიფიკაციო სისტემები, რომლებიც აფხაზეთისკენ და სვანეთისკენ მიემართებიან (პროფ.ზ.კვიციანი). ბრინჯაოსა და მომდევნო ხანის ეს ვაკის ხელოვნური, ბორცვული სამოსახლოები, ასევე, უპირატესად ბორცვოვანი ზოლის ანტიკური და შუასაუკუნეების დასახლებები, მეტადრე ამ უკანასკნელის სასიმაგრო სისტემები, სათანდო შესწავლას ელოდებიან. 

 

საკვანძო სიტყვები: ძველი კოლხეთი, არქეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ნაქალაქარები,  შორაპანი.