ისტორიის დოქტორი
კვლევის სამსახურის სპეციალისტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0000-3329-9676
Ketisha80@gmail.com
ისტორიის დოქტორი
კვლევის სამსახურის სპეციალისტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0000-3329-9676
Ketisha80@gmail.com
ახლად აღმოჩენილი დასახლება ადგილ სატორგეში
მოხსენება ეხება ივრის ქვემო წელში, ყაჯირის მთასთან, ადგილ სატორგეში, ბოლო წლებში მიკვლეულ ნამოსახლარს, რომელიც 30 ჰექტარზეა გაშლილი. იგი შედგება ტერასულად ნაგები საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების, წყლის რეზერვუარის, სათვალთვალო კოშკისა და კლდეში ნაკვეთი გუმბათოვანი ეკლესიისგან. ნამოსახლარზე იკრიფება IX-XIII სს კერამიკული, ლითონისა და მინის ნაწარმი და, რაც მთავარია, წიდები და წუნდებული ნიმუშები, რაც მათ ადგილზე წარმოებაზე მიუთითებს. ნამოსახლარზე აკრეფილი არტეფაქტების თარიღს ეთანხმება გუმბათიანი ეკლესიის მხატვრულ-არქიტექტურული და პალეოგრაფიული მონაცემებიც. როგორც ჩანს, ეკლესია და ნამოსახლარი თანადროულად არსებობდა.
სატორგეს ნამოსახლარის აღმოჩენას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ივრის ზეგანზე, გარეჯის მრავალმთის ტერიტორიაზე, აქამდე მხოლოდ ერთი ნამოსახლარი იყო მიკვლეული და ნაწილობრივ შესწავლილი - ქვაბების ნამოსახლარი. იგი ქვაბების კლდეში ნაკვეთი კომპლექსთან მდებარეობდა და ამდენად ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენდა, პირველ რიგში გამოქვაბული კომპლექსისა და მასთან არსებული დასახლების ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ქვაბები ეს იყო მონასტერი სამოსახლოთი, თუ საერო ხასიათის სამოსახლო - კლდის სოფელი, ირგვლივ არსებული დასახლებით. ამ მხრივ ახლად აღმოჩენილ სატორგეს ნამოსახლარს შეუძლია გარკვეული დაზუსტებები და სიახლეები შეიტანოს ამ საკითხების ირგვლივ კვლევაში. ამავე დროს, სატორგეს დასახლება ახალ ფურცელს შლის ივრის ქვემო წელში განვითარებული შუა საუკუნეების დასახლებათა ტიპოლოგიისა და მეურნეობის კუთხით კვლევაში.
საკვანძო სიტყვები: გარეჯის მონასტრები, ყაჯირის მთა, ივრისპირი, ნამოსახლარი, განვითარებული შუა საუკუნეები.