დოქტორანტი
მეცნიერ–თანამშრომელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-3706-7925
დოქტორანტი
მეცნიერ–თანამშრომელი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0001-3706-7925
სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპოლოგიური თავისებურების რამდენიმე საკითხისთვის
სამეკლესიიანი ბაზილიკა, როგორც არქიტექტურული ტიპი, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბაზილიკის ამგვარი კომპოზიცია, თავისი ჩამოყალიბებული სახითა და დროში განვრცობილი განვითარების ეტაპებით, მხოლოდ საქართველოშია დაფიქსირებული. "ბიზანტიური სამყაროს" სხვადასხვა ნაწილში ცალკეული ძეგლების სახით განირჩევა სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსი კომპოზიციის მქონე ცალკეული ვარიაციები – ნაგებობათა გეგმარებითი ფორმები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიახლოვით ხასიათდება ქართულ სამეკლესიიან ბაზილიკასთან. მიუხედავად ამისა, იმავე ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში ჩვენ ვერ ვხვდებით სამეკლესიიანი ბაზილიკის ჩამოყალიბებულ გეგმარებით კომპოზიციებს, რომლებსაც გააჩნია ტიპის ჩასახვის, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ხანგრძლივი ისტორია. სამეკლესიიანი ბაზილიკის შესახებ არაერთი ნაშრომია გამოცემული, თუმცა გამუდმებული დავის საგანს წარმოადგენს მისი როგორც ფუნქციური მხარე, ისე თავად ტიპის განმარტებითი სახელდება. ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები ხშირად მიუთითებენ თემაზე, რომ ეს გახლავთ დარბაზული ეკლესია მინაშენებით, ნაცვლად სამეკლესიიანი ბაზილიკისა. ამას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ტიპის ისტორიის განსაზღვრის თვალსაზრისით, არამედ ადრეული შუა საუკუნეების ქართული სატაძრო მშენებლობის ფართო კონტექსტის გააზრებისთვის. წინამდებარე მოხსენების მიზანია რამდენიმე სადავო საკითხის შესახებ წინასწარი სამეცნიერო მიგნებების პრეზენტირება, რომელიც დაკავშირებულია ტიპის გეგმარებით მახასიათებლებთან. ჩვენი მიზანია, გეგმარებითი პრინციპების ანალიზის საფუძველზე მკაფიო ზღვარი გავავლოთ მინაშენებიან დარბაზულ ეკლესიასა და სამეკლესიიან ბაზილიკას შორის.
საკვანძო სიტყვები: სამეკლესიიანი ბაზილიკა; ქართული ხუროთმოძღვრება; ადრექრისტიანული ქართული ხელოვნება; ქართული ქრისტიანული არქიტექტურა; ქართული ბაზილიკური თემა.