მანანა წერეთელი
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი
საქართველოს უნივერსიტეტი
ასისტენტ-პროფესორი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი, საქართველო
ORCID: https://orcid.org/0009-0004-2597-1791
მანანა წერეთელი
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი
საქართველოს უნივერსიტეტი
ასისტენტ-პროფესორი
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი, საქართველო
ORCID: https://orcid.org/0009-0004-2597-1791
„განჯაფა“, როგორც კულტურული არტეფაქტი
კვლევა შეისწავლის მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - რაფიელ ერისთავის ხელნაწერებში დაცულ ინფორმაციას განჯიფას (ასევე განჯაფა) არსებობის შესახებ. „განჯიფა“ ტრადიციული ქართული თამაშია, რომელიც საქართველოში სპარსეთიდან შემოვიდა. რაფიელ ერისთავის წერილებში დაცული ინფორმაცია უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ „განჯაფა“, როგორც კულტურული არტეფაქტი. კვლევის მიზანია გააანალიზოს „განჯაფას“ კონტექსტი და მნიშვნელობა რაფიელ ერისთავის ნაწერებში და შეისწავლოს სათამაშო კარტი, როგორც მნიშვნელობის მატარებლები. მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს თამაშების როლის ახსნას სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში სხვადასხვა თეორიის საფუძველზე, როგორიცაა თომას მ. მალაბი, გრანტ მაკკრაკენი და არჯუნ აპადურაი. ამ ავტორების თეორიის კომბინაცია საშუალებას მაძლევს გავაანალიზო „განჯაფა“, როგორც არტეფაქტი, რომელიც ატარებს კულტურულ მნიშვნელობებს, რომლებიც გადაადგილდებიან სხვდასხვა კონტექსტებში და აქვთ „მეტაკომუნიკაციური მახასიათებლები“.
საკვანძო სიტყვები: განჯაფა; მეტაკომუნიკაცია; კულტურული ცვალებადობა; მნიშვნელობის ცვლილება.