თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროთმცოდნეობა

მაგისტრი

თბილისი/საქართველო

nodari567@yahoo.com


აბსტრაქტი

1905 წლის რევოლუციის პერიოდში მთელ რუსეთის იმპერიაში ჩამოყალიბდნენ რევოლუციური რაზმები, რომელთა მიზანი ცარიზმთან ბრძოლა იყო. ეს რაზმები სხვადასხვა პარტიებს ექვემდებარებოდნენ. განსხვავებული იყო მათი იდეოლოგია და პოლიტიკური მრწამსი, მაგრამ ბრძოლის მეთოდები მათ ერთმანეთთან აახლოვებდათ. საარქივო მასალებიდან ჩანს რომ 1906 წლიდან თბილისში, თუმანოვის ქუჩაზე არსებობდა რევოლუციური ჯგუფი რომელსაც ,,ოხრანკა'' ანარქისტ-შანტაჟისტებად მოიხსენიებდა. ჯგუფის წინამძღოლად დასახელებული იყო იმ დროს გიმნაზიის მოსწავლე ალექსანდრე ახმეტელოვი ( მომავალი ცნობილი რეჟისორი -სანდრო ახმეტელი) საქმეში ჩანდა ჯგუფის წევრების ვინაობა. საარქივო მასალების თუ მემუარული ლიტერატურის მეშვეობით აღვადგინეთ ზოგი მათგანის ბიოგრაფია, მათი საქმიანობა, მთლიანად ჯგუფის ბედი.


Keywords

1905 წლის რევოლუცია. სანდრო ახმეტელი. ნიკო როსტომაშვილი. ოხრანკა. რუსეთის იმპერია.