ქუთაისის უნივერსიტეტი
მოწვეული სპეციალისტი
ფილოლოგია
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
giorgimuliani@gmail.com
აბსტრქატი
ფერეიდნული დიალექტის შიდადიფერენციაცია ფერეიდანში (ირანის ისლამური რესპუბლიკა) მე-17 საუკუნეში გადასახლებული ქართველების შთამომავლებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ცნობიერება. ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ერთფეროვანი არ არის. სოფლებს შორის შეიმჩნევა გარკვეული სხვაობა, რის საფუძველზეც მსჯელობენ ფერეიდნული დიალექტის შიდადიფერენციაციაზე. ფერეიდნის ქართულენოვანი სოფლები ორ რაიონულ ცენტრში ერთიანდება: 1. მარტყოფი (ფერეიდუნშაჰრი) და 2. თორელ-ბოინი. ზემოფერეიდნული მეტყველება მოიცავს მარტყოფის წრის სოფლებს: სიბაქი, ჯაყჯაყი, ჩუღრუთი, ქვემოფერეიდნულში კი იგულისხმება თორელ-ბოინი და მის რაიონში შემავალი სოფლები: დაშქესანა, ახჩა, ბოინი, თორელი. ფერეიდნის ზემო და ქვემო სოფლებს შორის ენობრივი სხვაობანი როგორც ლექსიკური, ისე გრამატიკული ხასიათისა, რაც გასული საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ფერეიდნული მეტყველების არაერთგვაროვნის მიზეზებად, გარდა ქართული ენისგან იზოლაციისა და სხვადასხვა სტრუქტურის ენებთან ურთიერთობისა, დასახელებულია სოციოლინგვისტური ფაქტორები, რის გამოც ქართველები განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდნენ. ფონეტიკური ცვლილებები ქვემოფერეიდნულს ახასიათებს თანხმოვანთკომპლექსის მოშლა სიტყვაში ხმოვნის გაჩენით. ჩნდება, ჩვეულებრივ, უ ხმოვანი, იშვიათად – ი, ხმოვნები. ქვემოფერეიდნულში დასტურდება სხვა ნიმუშებიც: ჴუმა, ბურუნჯი. ქვემოფერეიდნულში ზოგი უკუმშველი სახელი -ებიან მრავლობითში იკუმშება. იკარგება ფუძისეული ა, ო ხმოვნები. ქვემოფერეიდნულში ვ თანხმოვანი ხშირად იკარგება III პირის კუთვნი-ლებითი ნაცვალსახელის ფორმებში. ქვემოფერეიდნულში ვ თანხმოვანი ხშირად იკარგება III პირის კუთვნი-ლებითი ნაცვალსახელის ფორმებში. მორფოლოგიური ფაქტები. სახელის ფორმაწარმოება ზემო და ქვემოფერეიდნულს შორის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად დასახელებულია მოთხრობითი ბრუნვის დაბოლოება. კერძოდ, ქვემოფერეიდნულში თანხმოვანფუძიანი სახელები -მამ დაბოლოებით იხმარება, ზემოფერეიდნულში, ჩვეულებრივ, -მა სუფიქსი გვაქვს. მოქმედებით ბრუნვაში ზემოფერეიდნულში ხმოვანფუძიანი სახელები ძირითადად უკვეცელი სახით გვაქვს, ბრუნვის ნიშანიც სრულადაა წარმოდგენილი. ზემო ფერეიდანში, სოფელ დაშქესანაში სახელის მრ. რიცხვის ფორმებს -ებ სუფიქსი დაერთვის, ქვემო ფერეიდნის დანარჩენ სოფლებში კი გვხვდება -ეჲბ. ზემოფერეიდნულში -ყე(ნ), -თი(ნ) თანდებულები, როგორც წესი, არსებით სახელთა მიცემითი ბრუნვის გავრცობილ ფორმას დაერთვის. ზემოფერეიდნულში ყველა ტიპის (გარდამავალი, გარდაუვალი) ზმნა უწყვეტელსა და წყვეტილში გაფორმებულია -ეს სუფიქსით, რაც არქაული მოვლენაა. ქვემოფერეიდნულში, ჩვეულებრივ, -ენ სუფიქსი გამოვლინდება, რაც ქართული ენის დასავლური კილოებისათვის არის ნიშანდობლივი. ქვემოფერეიდნულში (დაშქესანაში) გარკვეული ზმნები -ეც დაბოლოებით დასტურდება, ზემოფერეიდნულში, შესაბამის ფორმებთან გვხვდება -ედ. სინტაქსური მოვლენები ზემოფერეიდნულში რთულ კონსტრუქციაში გავრცელებულია რო(მ) კავშირი, ქვემოფერეიდნულში კი მას ნასესხები ქე/ქი კავშირი ცვლის. ლექსიკური სხვაობები ზემო- და ქვემოფერეიდნულს შორის სხვაობა ლექსიკაშიც შეიმჩნევა. ფერეიდნულში მრავლად გვხვდება ქართულ ენის კილოებთან საერთო ენობრივი ფაქტები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფერეიდნული დიალექტი ქართული ენის ორგანული ნაწილია, რომელიც, უცხო მიწაზე არსებობის მიუხედავად, შინაგანი ძაფებით ყოველთვის იყო დაკავშირებული დედაენასთან. ფერეიდნის ქართულენოვანი დასახლებების გეოგრაფიული შეზღუდვისა და იქ მცხოვრები მოსახლეობისა და ქართულენოვანი მოსახლეობის მცირე რაოდენობის მიუხედავად, ზემოფერედანისა და ქვემოფერეიდანის მოლაპარაკეებს შორის ლექსიკური, გრამატიკული, ფონეტიკური და ინტონაციის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რაც განპირობებულია ფერედანის ამ ორი ნაწილის მოსახლეობის პირვანდელი საცხოვრისის სხვაობითა და ბუნებრივი გეოგრაფიული გამიჯვნით.
Keywords
ფერეიდნული მეტყველება- ზემოფერედანი-ქვემოფერეიდანი-შიდადიფერენციაცია