Egnate Shamugia
Tbilisi, Georgia
The University of Georgia
Gnomon Wise Research Center
Researcher
e.shamugia@ug.edu.ge
Egnate Shamugia
Tbilisi, Georgia
The University of Georgia
Gnomon Wise Research Center
Researcher
e.shamugia@ug.edu.ge
სამი ათწლეული: ინსტიტუტების განვითარება
სამი ათწლეულის წინ, კომუნიზმის ჩამოშლამ და მომდევნო პერიოდმა წარმოშვა უახლესი ისტორიის ალბათ ყველაზე დიდი ბუნებრივი ექსპერიმენტი ეკონომიკურ რეფორმებზე. ეს მოვლენა წარმოადგენს მაგალითს, სადაც ინსტიტუტები, შეიძლება ითქვას, ერთ ღამეში შეიცვალა და განაგრძეს სწრაფი განვითარება. თუმცა, ინსტიტუციური განვითარების ტემპით ქვეყნები მკვეთრად განსხვავდებიან. ასევე, განსხვავება ჩანს ეკონომიკური განვითარების შედეგებსა და რესურსების განაწილებაში. ინსტიტუტების შესწავლით დაკავებული ეკონომისტები ეკონომიკურ კეთილდღეობის დონის და განაწილების ძირითად ფაქტორად ინსტიტუტების ხარისხს გვთავაზობენ.
ინსტიტუტები კი ესაა საზოგადოებაში თამაშის წესები, რომლებიც ადამიანურად შექმნილი შეზღუდვებია. უზრუნველყოფს რა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სტრუქტურას, რაც ამცირებს განუსაზღვრელობას და წარმოადგენს მათ შორის ურთიერთქმედების სახელმძღვანელოს. შედეგად, ინსტიტუციები ქმნის სტიმულების სტრუქტურას ადამიანებს შორის გაცვლაში, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური. ინსტიტუტები ფორმალურ და არაფორმალურ კატეგორიებად იყოფა. ფორმალური ინსტიტუციები უპირველეს ყოვლისა კონსტიტუცია, კანონები და სხვა ნორმატიული აქტებია, ხოლო არაფორმალური კი – ადათ-წესები, ქცევის ეთიკური ნორმები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურ განვითარებაში ინსტიტუტების საკვანძო როლზე კონსენსუსია. ამ უკანასკნელის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის არხები ფართოდ შესწავლილია. ერთი ესაა ტრანზაციული დანახარჯები და მეორე, ინსტიტუტები სტიმულების ქმნიან ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებისთვის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და წარმოების ორგანიზებაში. ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო საკუთრების სტრუქტურას. ასეთი ინსტიტუტი პოსტკომუნისტურ სივრცეში სამი ათწლეულის წინა ჩამოყალიბდა, რომლის ხარისხის არაერთგვაროვანია.
მართალია ინსტიტუტების ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა ფართო თეორიული და ემპირიული ლიტერატურის არსებობით გამოირჩევა, მაგრამ თავად ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი განვითარება და ხარისხი ნაკლებად შესწავლილია. თუმცა, არსებულ მწირი ლიტერატურა ინსტიტუტების შესწავლისას რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. ამ კუთხით საინტერესო ფენომენი მეოცე საუკუნის მიწურულის უდიდესი გეოპოლიტიკური მოვლენა – საბჭოთა კავშირის დაშლა და გეგმიური ეკონომიკური სისტემიდან საბაზროზე გადასვლისთვის საჭირო ინსტიტუტების შექმნის პროცესია.
აწმყოში ინსტიტუტების ხარისხის განმაპირობებელი საკვანძო ფაქტორი შეიძლება წარსული ხანგრძლივი გამოცდილება იყოს. მიმდინარე პერიოდში ინსტიტუტების ხარისხს პრე-კომუნისტურ პერიოდში არსებული ინსტიტუციური გამოცდილება და კულტურა განაპირობებს. ამასთან მოსალოდნელია, რომ ინსტიტუტების ხარისხის მნიშვნელოვანი ამხსნელი გარდაქმნის პერიოდში არსებული რევოლუციები და გადატრიალებები იყოს. ინსტიტუტების ხარისხის მნიშვნელოვან დეტერმინანტად საგარეო დახმარება, მისი სტრუქტურა და მიღების პირობები მოიაზრება. სხვებს შორის კი გამოკვეთილია ეგზოგენური ფაქტორები, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები.
ჩვენი მიზანი კი პოსტკომუნისტური ქვეყნების ემპირიული ანალიზის საფუძველზე ინსტიტუტების ხარისხის დეტერმინანტების გამოვლენა და მათი გავლენის შეფასებაა. როგორც აღვნიშნეთ, კომუნიზმის ჩამოშლა ასევე რეფორმების დიდი ბუნებრივი ეკონომიკური ექსპერიმენტი იყო, რაც შემოთავაზებული ჰიპოთეზის შემოწმების მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.