Nino Khundadze

 

PhD in Art History

The University of Georgia

Tamaz Beradze Institute of Georgian Studies

Research Fellow

Tbilisi, Georgia

https://orcid.org/0009-0009-9445-4161

n.khundadze@ug.edu.ge;

 nino.khundadze@yahoo.com

გიგო გაბაშვილი – ხელოვნების თეორეტიკოსი მხატვრის იდეები და ნამუშევრები

(გიგო გაბაშვილის უცნობი წერილების/სწავლებების მიხედვით)

 

1936 წელს, ციხისძირში, სამუშაოდ მივლინებული გიგო გაბაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მხატვრის სახელოსნოში დარჩენილი მთელი მისი მემკვიდრეობა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ აღრიცხა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა. 2015 წელს, როდესაც ფონდის აღრიცხვა-შეჯერების სამუშაო დავიწყეთ, ფონდში გიგო გაბაშვილის დოკუმენტების რამდენიმე საქაღალდე დაგვხვდა, რომელშიც ხელოვნების შესახებ, მანამდე უცნობი, გიგო გაბაშვილის მიერ რუსულ ენაზე შექმნილი ხელნაწერი წერილი აღმოჩნდა: „ჩემი უცნაური ფიქრები ნახატზე“, „ჩემი იდეები კოლორიტზე“, „კომპოზიციაზე“. ეს წერილები მხატვრის შემოქმედებით თუ პედაგოგიურ გამოცდილებას ეფუძნება და მნიშვნელოვანი მასალაა გიგო გაბაშვილის პიროვნების სრულიად განსხვავებული კუთხით გასაცნობად, როგორც მკვლევრის, თეორეტიკოსის და პედაგოგის. ამ წერილების გაანალიზება, წარმოჩენა იმისა, თუ როგორ არის განსახიერებული თითოეული მოსაზრება თავად მხატვრის ნამუშევრებში, საინტერესო ასპექტია მხატვრის შემოქმედების კვლევისას, ასევე მნიშვნელოვანი რესურსია საგანმანათლებლო თვალსაზრისით. წერილებში გიგო გაბაშვილი წარმოჩნდება პროგრესულად მოაზროვნე, ფართოდ და ღრმად განათლებულ და დაკვირვებულ მეცნიერ-შემოქმედად, რაც მას, დავით კაკაბაძის და სხვათა მსგავსად, თეორეტიკოს მხატვართა რიგში აყენებს. 

 

საკვანძო სიტყვები: გიგო გაბაშვილი, მხატვრობა, ხელოვნების თეორია, კომპოზიცია, სახვითი ხერხები, სახვითი საშუალებები (ფერი, ხაზი)